პროექტის გეგმა



პროექტი დაწყებით კლასებ
1.პროექტის სახელი: დიდი იაკობი.
2. პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებს გავუღვივოთ სიყვარული იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების მიმართ.
3. პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის ფუძემდებლის ღვაწლსა და შემოქმედებას.


4.პროექტის მიზანი: იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების ზოგადი წარმოდგენა,სწორი და შეგნებული კითხვის ჩვევის დაუფლება,დამოუკიდებელი მუშაობის ელემენტარული ჩვევების ფორმირება.
5.მონაწილეთა ასაკი : 8 წელი.

6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე                            .

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას.წარმოდგენა შეექმნებათ იმ ადგილის შესახებ, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა იაკობი. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული უნარ-ჩვევები.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები :  მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების შესახებ, პროექტორის საშუალებით აჩვენებს იაკობის სურათებს, დედა ენიდან ასობგერებს, იაკობის ლექსებს,მოთხრობების პერსონაჟებს. კლასი იყოფა 2 ჯგუფად, მათთვის ნაცნობი მოთხრობებიდან                                                                                                            
 მოსწავლეები ირჩევენ და ასახელებენ რამდენიმე მათგანს. საჭიროა მოიძიონ იაკობის მოთხრობები, რისთვისაც მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში საჭირო მასალებს, აგრეთვე ბიბლიოთეკაში კლასგარეშე ლიტერატურას და იმსჯელებენ მათ ირგვლივ. დახატავენ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟებს და მოაწყობენ გამოფენას.

9.პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში მოეწყობა გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟების ნახატების გამოფენა. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალებს,მოთხრობებიდან გაინაწილებენ როლებს და დაისწავლიან. დაუკავშირებენ პირად გამოცდილებას.მასწავლებელი მოაწყობს ექსკურსიას სოფელ ვარიანში.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგნებთან კავშირი:ქართული, ხელოვნება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
                სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
    კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
  • კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
    სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
  • მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
  • გმირის საქციელის ზნეობრივი შეფასება;
  • საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა;
11.პროექტის ხელმძრვანელი: ლიანა კაკაბაძე


12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა  kakaadzeliana@gmail.com

 13. პროექტის ვებ-გვერდი   https://lianakakabadze.blogspot.com/p/blog-page_1.html


Comments

Popular posts from this blog